X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რევაზ სოხაძე

მინისტრი

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი

რევაზ სოხაზე დაიბადა 1978 წლის 14 ნოემბერს ქალაქ თბილისში.

პირველი უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. 2004-2005 წლებში კი, მოიპოვა ამავე უნივერსიტეტის საბანკო საქმისა და ფინანსების მაგისტრის ხარისხი. 2007-2008 წლებში, მენეჯმენტის სპეციალიზაციით, სწავლა გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

რევაზ სოხაძე 2017 წლიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, სადაც ეკავა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის პოზიცია.

2021 წლიდან იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი.

რევაზ სოხაძეს აქვს პროფესიული გამოცდილება ბიზნეს სექტორშიც. 2006-2008 წლებში იყო შპს „ბადაგის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა „IMG Development“-ს, ხოლო 2016-2017 წლებში იყო კომპანია „კრწანისი ვილა რეზიდენსის“ და „Flexi Construction“-ის აღმასრულებელი დირექტორი.

რევაზ სოხაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2025 წლის 24 აპრილიდან ხელმძღვანელობს.