საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.
ილია ბეგიაშვილს გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც თვითმმართველ ორგანოებში, ასევე მთავრობის ადმინისტრაციაში: კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა ქ. სიღნაღის გამგეობაში, გამგებლის მრჩევლის პოზიციაზე სამედიცინო საკითხებში, ხოლო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და შემდეგ - ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
კერძო სექტორში მუშაობისას, იკავებდა მმართველ პოზიციებს დისტრიბუციის, სერვისის, ლოჯისტიკისა და შესყიდვების მიმართულებით სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციებში, მათ შორის - „თეგეტა მოტორსში“, „PSP ჯგუფსა“ და CU Pharma-ში.
ბატონმა ბეგიაშვილმა დაამთავრა ქ. თბილისის ოჯახის ექიმის სამედიცინო ინსტიტუტი და მინიჭებული აქვს ექიმის კვალიფიკაცია.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ილია ბეგიაშვილი დაიბადა 1972 წლის 27 თებერვალს, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ-ანაგაში.