X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ანონსები

9 სექტემბერი 2021

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, კობში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბგამყვანი საბურღი მანქანით TBM (Tunnel boring machine) 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის დაწყების ღონისძიება გაიმართება.

(ღონისძიების ადგილი: კობის საბაგირო სადგურისა და პოლიციის შენობის მიმდებარედ)

ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში და სხვა სტუმრები.

საკონტაქტო პირი: ქეთი დოლიძე - 577 467117

 

 

ანონსები

7 მაისი 2021

7 მაისს, 18:30 საათზე, ქალაქ ოზურგეთში, სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი სახოკია, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები

ანონსები

6 მაისი 2021

6 მაისს, 11:30 საათზე, ქალაქ ამბროლაურში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარმენ მარგველიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
 

ანონსები

5 მაისი 2021

5 მაისს, 13:30 საათზე, ქალაქ ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
გაიმართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები. მედიისათვის კომენტარს გააკეთებენ რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან
ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული
იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.

5 მაისს, 15:00 სთ-ზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი
ქარსელაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე
დაათვალიერებენ ქუთაისის სპორტკომპლექსის (აუზის) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს.
 

ანონსები

17 ივლისი 2020

18 ივლისს, 14.00 სთ-ზე, E 60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზა გაიხსნება, რომელიც გადაადგლების დროს 20-30%-ით შეამცირებს

ღონისძიებას დაესწრებიან:  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში ზურაბ ნასარაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
 

ანონსები

11 ივნისი 2019

12 ივნისს, 11.30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების ვადის გაგრძელებაზე კომენტარს გააკეთებს.

მის: ალ.ყაზბეგის გამზირი #12