X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წყალმომარაგების კომპანიამ წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქმიანობის ანგარიში წარადგინა და დარგის თანამშრომლები დააჯილდოვა

22 მარტი 2021

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის რესურსების დაცვის მსოფლი დღეს აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ დონორ ორგანიზაციებს და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს კომპანიი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მოადგილეებთან ერთად და პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა წყალმომარაგების სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის დარგის სპეციალისტები დააჯილდოვეს და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს რეგიონებში, დონორი ორგანიზაციებისა და საქართევლოს მთავრობის ფინანსური მხარადჭერით,  სასმელი წყლის და წყალარინების სისტემების მოსაწესრიგებლად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. 

2012-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 1 მილიარდ 457 მილიონი ლარი გამოიყო, 48 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა 750-ზე მეტი პროექტი. 

პანდემიის მიუხედავად წყალმომარაგების კომპანიამ 2020 წელი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. 2020 წელს განახორციელდა და დასრულდა 443 მლნ ლარის 37 საინვესტიციო პროექტი. მათ შორის: ქუთაისის, ჭიათურისა და ზუგდიდის სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა, ზუგდიდის წყალარინების ქსელების მშენებლობა და ურეკის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. 2020 წელს მნიშვნელოვანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები დაიწყო ტურისტულ დასახლებებში: მათ შორის, ბაკურიანში, გუდაურში, აბასთუმანში, წყალტუბოსა და ბახმაროში. 2021 წელს რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის პროექტებში 349 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 150 დასახლებაში მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით 360 ათას ადამიანს ექნება გაუმჯობესებული წყალმომარაგება, მათ შორის 220 ათას ადამიანი პირველად ისარგებლებს ცენტრალური წყალმომარაგების ქსელით.

2021-2025 წლებში წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საინვესტიციო პროექტებში 2.5 მლრდ ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება.