მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
რეგიონები რეგიონების განვითარებისთვის

რეგიონების განვითარებისთვის

ძებნა

2019 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მუნიციპალიტეტებს უპრეცედენტო თანხა გამოეყო - რამაც 300 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი 270 მლნ. ლარიდან - 2019 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, უკვე  დაფინანსებულია 269.4 ლარის ღირებულების -  636 პროექტი, რაც გამოყოფილი თანხის 99.8 % - ს შეადგენს. ამ დროისთვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია თითქმის 210 მლნ ლარის სამუშაოების შესრულებაზე.

და გადანაწილებულია შემდეგი მიმართულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე


    გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია
•    წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია
    საბავშვო ბაღების მშენებლობა
    კეთილმოწყობის სამუშაოები
    სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია
•    სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები
 
2019 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, გასულ წლებში გამოკვეთილი საჭიროებების გათვალისწინებით - 3 მნიშვნელოვანი პროგრამა დაემატა
•    სტიქიის პრევენციის პროგრამა
•    ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამა
•    სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. 


სტიქიის პრევენციისთვის - წინასწარ ჩატარდა სამუშაოები განსაკუთრებული რისკის მქონე ლოკაციების იდენტიფიცირებისთვის და შედეგად  გამოიყო 20 მლნ ლარი - ამ ბიუჯეტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საპროექტო და სამშენებლო  შესყიდვის სამუშაოები, რაც ჯამში, დაახლოებით, 163 პროექტში აისახება. 

ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა/რეაბილიტაციის  პროგრამისთვის გამოიყო 20 მლნ ლარი და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით უკვე დაფინანსებულია 10,2 მლნ ლარის ღირებულების 75 პროექტი.   პროგრამა 2 წელზეა გათვლილი და გეგმაშია 405 პროექტის განხორციელება. აქედან 262 - არსებული ამბულატორიის რეაბილიტაციაა,  104 -  ახალი ამბულატორიის მშენებლობა და 39 - ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობის პროექტებია.